წმ. იოანე მოწყაის სახელობის პრივატ კლინიკაში  მოქმედებს ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის  სამსახური რომელიც მოიცავს პაციენტის წინასაოპერაციო მოზადებას, ოპერაციას, პოსტ ოპერაციულ პერიოდს და რეაბილიტაციის ცენტრს, რომელიც მოემსახურება მეტაბოლური დარღვევების მქონე პაციენტებს, მათ ქირურგიულ და თერაპიულ მკურნალობას.  კვალიფიციური სპეციალისტები: ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, ფსიქოლოგი  კარდიოლოგი ქირურგებთან ერთად  გაუწევენ პრე, ოპერაციულ  და პოსტ ოპერაციულ  მორიტორინგს. 

ცნობილია რომ, ბარიატრიული და მეტაბოლური  ქირურგიული ჩარევების შედეგად  პაციენტი თავისუფლდება ზედმეტი  წონის 70-80%-ისგან და ჭარბ წონასთან დაკავშირებულ  თანმხლები დაავადებებისაგან როგორიცაა:

  1. შაქრიანი დიაბეტი II ტიპი
  2. არტერიული წნევა ხშირ შემთხვევაში რეგულირდება, გარკვეულ სეგმენტში რჩება თუმცა ნაკლებად აგრესიული ფორმით ან საჭიროვებს გაცილებით ნაკლებ პრეპატრატებს და დოზებს
  3. უმჯობესდება ლიპიდური პროფილი, დისლიპიდემიასთან და სიმსუქნესთან ასოცირებული დარღვევები როგორიცაა მაგ: ცხიმოვანი ჰეპატოზი.
  4. მკვეთრად უმჯობესდება და ხშირად მთლიანად იხსნება ალვეოლური ჰიპოვენტილაციის და პიკვიკის სინდრომისთვის დამახასიათებელი მოვლენები და შედეგები.
  5. პაციენტი ხდება სექსულაურად აქტიური და მატულობს ლიბიდო
  6. მკვეთრად უმჯობესდება და იხსნება თანმხლები დეპრესიული მოვლენები
  7. მნიშვნელოვნად უმჯობესდება ცხოვრების ხარისობრივი მაჩვენებელი
  8. მნიშვნელობნად მცირდება ისეთი კარდიო-ვასკულარული დაავადებების რისკი როგორიცაა: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, თრომბოემბოლია
  9. ასოცირებული სახსროვანი და ხერხემლის პრობლეების მართვა გაცილებით გაადვილებულია.

რაც მთავარია პაციენტების 95 % უბრუნდება ჩვეული ცხიოვრების რითმი და ხარისხი.

წონის კორექციის ქირურგიული მეთოდები

თანამედროვე მსოფლიოში ჭარბი წონა პანდემიის ხასიათს იძენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მილიარდზე მეტ ადამიანს ჭარბი წონა აქვს.

ბარიატრიულ ქირურგია – ანუ ჭარბი წონის ქირურგიული მკურნალობის შედეგები ჩვეულებრივი მკურნალობის (დიეტა, ვარჯიში) შედეგებს საგრძნობლად აღემატება, რაც აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და თავიდან გვაცილებს მრავალი დაავადების წარმოშობის რისკს.

ბარიატრია – მედიცინა ის დარგია, რომელიც სიმსუქნის მიზეზებს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას შეისწავლის. ბარიატრიული ქირურგია არის მიმართულება – რადიკალურად გადაწყვიტოს ან გაცილებით  გაადვილოს წონის მართვა ადამინში.

ბარიატრული ქირურგია არ ითვლება პლასტიკური ქირურგიის დარგად, ეს არის ქირურგია რომელიც  სრულდება სიმსუქნისგან გამოწვეული დაავადებების კორექციისა და მათი პრევენციის მიზნით.

ბარიატრული ქირურგიის თანამედროვე არსენალი მოიცავს 7 ძირითად ქირურგიულ ჩარევას ორმოცამდე მოდიფიკაციით:

  1. ინტრაგასტრალური ბალონირება (რესტრიქციული);
  2. კუჭის ლაპაროსკოპული ბანდაჟირება (რესტრიქციული);
  3. ლაპაროსკოპული გრძივი ანუ სლივ (Sleev) გასტრექტომია (რესტრიქციული მალაბსორციის მცირე ელემენტით);
  4. მინიგასტროშუნტირება (რესტრიქციული მალაბსორციის მცირე ელემენტით);
  5. გასტროშუნტირება მოკლე მუხლზე (მალაბსორბციულ რესტრიქციის ელემენტით);
  6. გასტროშუნტირება გრძელ მუხლზე (მალაბსორბციულ რესტრიქციის ელემენტით);
  7. ბილიოპანკრეატული შუნტირება (მალაბსორბციულ რესტრიქციის ელემენტით).

მეტაბოლური (ანტი დიაბეტური) ქირურგია მოიცავს ამ ეტაპზე ორ ძირითად ჩარევას და ოთხ მოდიფიკაციას.

We cannot display this gallery