ფოტო ქრონიკა ჩვენი საოპერაციოდან,
ავსტრიელი ქირურგების მორიგი წარმატებული ოპერაციები პრივატ კლინიკაში.
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ოპერაციები ჩატარდა უახლესი მეთოდითა და ტექნოლოგიით, ნეირომონიტორინგის ფონზე, რაც საშუალებას გვაძლევს ინტრაოპერაციულად ნერვის ფუნქციის შემოწმებით თავიდან ავიცილოთ ნერვის დაზიანება.
ოპერაციას უძღვებოდა პროფესორი ქრისტიან შოიბა, ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ავსტრიის ენდოკრინული ქირურგების ასოციაციის თავმჯდომარე და პროფესორი იოსებ ნანობაშვილი ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების მთავარი ქირურგი.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურა იყო ინტრაოპერაციული ექსპრეს დიაგნოსტიკა, რამაც საშუალება მისცა ქირურგებს შეერჩიათ სწორი ტაქტიკა ოპერაციის მსვლელობისას. ინტრაოპერაციული დიაგნოსტიკა ჩაატარა ავსტრიელმა პათომორფოლოგმა, პროფესორმა კლაუს კეზერერმა.
შეგატყობინებთ როდის დაიგეგმება შემდეგი ვიზიტი