გადაცემა ექიმებში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე ჭარბ წონაზე და მასთან ბრძოლის ყველაზე თანამედროვე და ეფექტურ მეთოდებზე წმ იონე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის ექიმები გიორგი გოგიშვილი და ნიკა გვახარია საუბრობენ.
ამომწურავი პასუხები მათთვის ვინც ჭარბ წონას ებრძვის და მიაჩნია, რომ ყველაზე ეფექტური მეთოდი-ქირურგიული ჩარევაა. სპეციალისტებისგან გაიგეთ, რა გზა უნდა გაიაროთ ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ სასურველი შედეგის მისაღწევად? გადაცემაში ასევე ნახეთ რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება კურიერის ჟურნალისტ გიგლა თუმანიშვილს, რომელმაც გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ფიქრობს, რომ სწორედ ქირურგიული ჩარევით მიაღწევს მიზანს.
სტუმრად ექიმებში ასევე ის ადამიანები შეიკრიბნენ ვინც ზედმეტი წონა უკვე დაამრცხა, ახლა კი ისინი გამოცდილებას თქვენ გიზიარებენ. სპეციალურად ამ თემაზე სასაუბროდ ექიმებში ნიკოლოზ რაჭველიც მიიწვიეს, რადგან ის ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში ვინც ქირურგიულ ჩარევით ეს პრობლემა სამუდამოდ გადაჭრა! უყრეთ გადაცემა-ექიმებს და ბევრ თქვენ კითხვაზე პასუხს აუცილებლა იპოვით!