2015 წლის 31 იანვარს «ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის კვლევით ინსტიტუტმა» უანგარო დონორთა აქცია «გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე» გამართა. ამჯერად საქველმოქმედო ღონისძიებაში შპს «სინათლის ქალაქი ჩაერთო» და 30-ი თანამშრომელი ინსტიტუტის ბაზაზე არსებულ ბანკს «წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკაში» ეწვივნენ. თანამშრომლებმა სისხლი უანგაროდ გაიღეს რისთვისაც «ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინტიტუტი»-ს დირექცია გულისხმიერებისთვის მათ მადლობას უხდის.
დღესდღეობით, უამრავ ადამიანს ესაჭიროება სისხლის გადასხმა, მათ შორის სამწუხაროდ, მცირე წლოვან ბავშვებს. დონორთა მიერ გაღებული სისხლით ბევრ პაციენტს მიეცემა შვება და გაუხანგრძლივდება სიცოცხლე. «ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში» მკურნალობას გადიან ლეიკემიით დაავადებული პაციენტები. ამ დაავადებების მქონე ადამიანებისთვის კი სისხლის ხშირ გადასხმას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
«სინათლის ქალაქის» დირექტორის ვასილ ხორავას თქმით, მსგავს საქველმოქმედო აქციებში კომპანია მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას.