რა არის ჯანმრთელობა? — ჯანმრთელობა არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის სტრუქტურები და მათი ფუნქციები შეესაბამება ერთმანეთს და ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემები ძალმოსულნი არიან შეინარჩუნონ ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა ანუ ჰომეოსტაზი.
ჯანმრთელი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ის რომ ყოველდღიურ ნორმალურ გამღიზიანებელზე ის მოქმედებს ადეკვატური რეაქციით. ჯანმრთელი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ასეთი მცნება, როგორიც არის ნორმა მაგ: ნორმალური ტემპერატურა, ნორმალური გულის ცემა, ნორმალური წნევა, ნორმალური სუნთქვა და ასე შემდეგ.
ნორმა კი არის საშუალო არითმეტიკული გამოყვანილი იმ მაჩვენებლებიდან რომლებიც ახასიათებს ადამიანს ერთი და იგივე პირობებში. ორგანიზმი რომლის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, ითვლება ჯანმრთელად. თუმცა ნორმის მაჩვენებლები მჭიდროდ დაკავშირებულია გარემო ფაქტორებთან.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა 60%-ით ცხოვრების წესსა და კვების სისტემაზეა დამოკიდებული, 15%-ით — მემკვიდრეობით ფაქტორებზე, 15%-ით — გარემოზე და მხოლოდ 10%-ით — ჯანდაცვაზე.
რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ვიყოთ ჯანმრთელი? პირველ რიგში უნდა ვიცხოვროთ ჯანმრთელი ცხოვრებით, ვიცხოვროთ ლაღად და ბედნიერად, შევეცადოთ უფრო მეტი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე. დილას სუფთა ჰაერზე ვარჯიში ძალიან კარგ შედეგს იძლევა ის არამარტო წონაში კლებისთვის არამედ აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას, ხსნის სტრესს, ეფექტურია სისხლის მიმოქცევისთვის.
ჯანმრთელობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს სპორტი, არ აქვს მნიშვნელობა სპორტის რომელ სახეობას მიანიჭებთ უპირატესობას, მთავარია გამოვნახოთ ჩვენი ცხოვრებაში დრო სპორტისთვის და ვარჯიშისთვის! თუნდაც დღეში 30 წუთი… ვარჯიში მოზარდებისთვისა აუცილებელია რადგან ისინი ზრდის პროცესში არიან და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ სრულყოფილნი და ჯანმრთელნი გაიზარდონ.
თუ ტერიტორია არ გაძლევთ სირბილის საშუალებას, სავარჯიშო დარბაზისთვის კი დრო არ გრჩებათ, მაშინ თამამად აიღეთ ხელში ლახტი და გაიხსენეთ ბავშვობა, ლახტზე ხტუნაობა დღეში 10 წუთით, საგრძნობ შედედეგს გამოიღებს მოკლე პერიოდში.
ჯანმრთელი ცხოვრებისათვის ასევე მნიშვნელოვანია საკვები. კარგი იქნება თუ გადახვალთ ეკოლოგიურად სუფთა საკვებზე.
გირჩევთ ნელ–ნელა ამოიღოთ დღის რაციონიდან ქონიანი და კალორიანი საკვები და შეეცადოთ მეტწილად ხილი და ბოსტნეული მიირთვათ, გპირდებით ბევრად უკეთესად ირძნობთ თავს.