
ფოტო ქრონიკა ჩვენი საოპერაციოდან,
ავსტრიელი ქირურგების მორიგი წარმატებული ოპერაციები პრივატ კლინიკაში. ✅
❇ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ოპერაციები ჩატარდა უახლესი მეთოდითა და ტექნოლოგიით, ნეირომონიტორინგის ფონზე, რაც საშუალებას გვაძლევს ინტრაოპერაციულად ნერვის ფუნქციის შემოწმებით თავიდან ავიცილოთ ნერვის დაზიანება.
⚕️⚕️ოპერაციას უძღვებოდა პროფესორი ქრისტიან შოიბა, ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ავსტრიის ენდოკრინული ქირურგების ასოციაციის თავმჯდომარე და პროფესორი იოსებ ნანობაშვილი ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების მთავარი ქირურგი.
✅ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურა იყო ინტრაოპერაციული ექსპრეს დიაგნოსტიკა, რამაც საშუალება მისცა ქირურგებს შეერჩიათ სწორი ტაქტიკა ოპერაციის მსვლელობისას. ინტრაოპერაციული დიაგნოსტიკა ჩაატარა ავსტრიელმა პათომორფოლოგმა, პროფესორმა კლაუს კეზერერმა.
შეგატყობინებთ როდის დაიგეგმება შემდეგი ვიზიტი!