საქართველოსა და ავსტრიის კლინიკებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 2-7 ოქტომბერს განხორციელდა პროფესორ გერჰარდ პრაგერისა და პროფესორ იოსებ ნანობაშვილის მომდევნო სამუშაო ვიზიტი თბილისის პრივატ კლინიკაში.

5-7 ოქტომბერს პროფესორები დაესწრნენ სამედიცინო კონფერენციას: „უახლესი ინოვაციები ქირურგიაში“, რაც საინტერესო და მნიშვნელოვანია ქართული სამედიცინო სფეროსთვის, ევროპული გამოცდილებისა და სიახლეების დასანერგად.

-კონფერენციის ფარგლებში, რომელსაც მასპინძლობდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, პროფესორი იოსებ ნანობაშვილი დააჯილდოვეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებით, ვულოცავთ ბატონ სოსოს!

აქვე საამაყო სიახლე: საქართველოს ბარიატრიის ასოციაცია გახდა სიმსუქნისა და მეტაბოლური პათოლოგიების საერთაშორისო ფედერაციის წევრი.

წევრობის სიგელი საქართველოს ბარიატრიის ფედერაციის თავმჯდომარეს, პროფესორ (ვლადიმერ) მამუკა გონჯილაშვილს გადმოსცა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას, სიმსუქნისა და მეტაბოლური პათოლოგიების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა გერჰარდ პრაგერმა. International Federation for the Surgery of Obesity and Metabolic Disorders (IFSO) https://www.ifso.com

სამედიცინო კონფერენცია: "უახლესი ინოვაციები ქირურგიაში"