პრივატ კლინიკის ყბა-სახისა ქირურგიისა და დენტალური იმპლანტოლოგიის მიმართულება.

ყველაზე ხშირად ყბა-სახისა და პირის ღრუს ქირურგიულ პრაქტიკაში ვხვდებით პაციენტებს ანთებითი პროცესებით, რომელთა 80% გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით დაზიანებული კბილის მიერ. მაგალითად:

  • პერიოსტიტები,
  • პერიოდონტიტები,
  • ქვედა და ზედა ყბის აბსცესები,
  • პირის ღრუში გავრცელებული ანთებითი პროცესები, რომლებიც ცნობილია ყბა-სახის მიდამოს ფლეგმონების სახელით და ა.შ.
  • ძალიან ხშირია ყბა სახის მიდამოს ტრავმული დაზიანებები, ეს შეიძლება იყოს:
  • კბილების ტრავმული დაზიანება,
  • ალვეოლური მორჩის მოტეხილობები,
  • ზედა და ქვეყა ყბის მოტეხილობები,
  • ყვრიმალის და ცხვირის ძვლების მოტეხილობები,
  • ყვრიმალის რკალის და ორბიტის ქვედა კიდის მოტეხილობები,
  • ასევე ხშირია კომბინირებული მოტეხილობებიც.

მესამე ადგილზე დგას ყბა-სახის მიდამოში აღმოცენებული კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა. ეს შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი სიმსივნეები და სიმსივნისმაგვარი წამრონაქმნები ყბა-სახის მიდამოში. მაგალითად: სანერწყვე ჯირკვლის სტუქტურისგან ჩამოყალიბებული სიმსივნური და სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნები, კანის სიმსივნეები, ძვლოვანი, ნერვული და კუნთოვანი სისტემის სიმსივნეები და ა.შ.

პრივატ კლინიკაში ასევე კეთდება, რეკონსტუქციულ-პლასტიკური ოპერაციები, როგორც ძვლოვან სისტემაზე, ასევე რბილ ქსოვილებზე. რეკონსტრუქციული ოპერაციები კეთდება შეძენილი თუ თანდაყოლილი დეფორმაციებისა და დეფექტების დროს. (მგლის ხახა და კურდღლის ტუჩი.) ასევე პროგენიას ქირურგიული მკურნალობა (თანკბილვის პათოლოგია, რომლის დროსაც ქვედა ყბის კბილები წინ არის წამოწეული და ფარავს ზედა ყბის კბილებს.)

დენტალური იმპლანტაცია ქირურგიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის განშტოებაა, რომელიც ადენტიის ანუ უკბილობის მკურნალობას ემსახურება. თუ ტრადიციული ორთოპედიული კონსტრუქციების გამოყენებისას (ფიქსირებული ან მოსახსნელი პროთეზი) შესაძლებელია კბილის მხოლოდ იმ ნაწილის აღდგენა, რაც ჩანს, ანუ მხოლოდ გვირგვინის, იმპლანტაციის დროს ხდება კბილის შეძლებისდაგვარად სრულიად აღდგენა, ანუ იმპლანტი არის კბილის ფესვის ანალოგი, ხოლო მასზე კი კბილის გვირგვინი (კბილი) მაგრდება.

პრივატ კლინიკა გთავაზობთ კბილის იმპლანტაციისთვის საჭირო მასალების გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ისრაელიდან, იტალიიდან და ამერიკიდან კბილის იმპლანტაციის ფასიც მწარმოებელი ქვეყნისა და მასალის მიხედვით იცვლება.

ინპლანტაციამდე კეთდება ყველა სახის მოსამზადებელი ოპერაციები. ძვლის აუგმენტაცია, და სხვა რეკონსტრუქციული ოპერაციები.