დროა საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მივიღოთ – ეს არის დევიზი, რომელიც “წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის” შექმნის იდეასთან ერთად წარმოიშვა.
ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვა უპირველესი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. იქ სადაც ჩვენზე ზრუნავენ ყველაფერი იდეალური უნდა იყოს! კვალიფიციური სპეციალისტები, თანამედროვე ტექნოლოგიები, სასიამოვნო გარემო და მომსახურების მაღალი ხარისხი – ეს არის წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის მხოლოდ ზოგადი დახასიათება.
წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკა მდებარეობს პირველი კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავლიპ ზურაბიშვილის ქ., 1-ში. შენობაში შესვლისთანავე შეიმჩნევა კომფორტული გარემო, რომელიც დადებით ემოციებს იწვევს და პაციენტს იმედიანად განაწყობს. მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება როგორც ამბულატორიულ ასევე სტაციონალურ პაციენტებს ემსახურება.
გიორგი გოგიშვილი – “წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის” სამედიცინო ხელმძღვანელი: – “დიახ, ჩვენ ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პრივატ კლინიკაში პაციენტმა სრულყოფილი და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება მიიღოს. სამედიცინო პერსონალს კი ეფექტური მუშაობისთვის ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი. კლინიკის გახსნამდე მუშაობის ხანგრძლივ პროცესში ჩართული იყო ყველა რგოლი. გულდასმით განვიხილეთ თითოეული დეტალი, რათა მცირედიც არ გამოგვრჩენოდა, მიგვეღო უმაღლესი ხარისხი და შეგვექმნა იდეალური კლინიკა.
ჩვენთან ფუნქციონირებს ქირურგიული, რადიოლოგიური, ამბულატორიული და ფუნქციურ- დიაგნოსტიკური განყოფილებები. ასევე ლაბორატორია და სისხლის ბანკი. ქირურგიული ჩარევები, როგორც ლაპარასკოპიული მეთოდით, ასევე ღია წესით ტარდება. ხორციელდება ზოგადქირურგიული, პლასტიკური ქირურგიული, ორთოპედიული, გინეკოლოგიური, ონკო-გინეკოლოგიური, უროლოგიური და ანგიოლოგიური ოპერაციები. რადიოლოგიურ დეპარტამენტში ტარდება კორონაროგრაფიის და სტენტირების პროცედურები. კომპიუტერულ ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა და რენტგენოლოგიური კვლევები დაბალ გამოსხივებადი ციფრული აპარატის გამოყენებით ხდება. კლინიკაში შესაძლებელია ზოგადი და კარდიოექოსკოპიური კვლევების ჩატარებაც. ამბულატორიული განყოფილება დაკომპლექტებულია ყველა ტიპის სპეციალისტით (ენდოკრინოლოგია, ნევროლოგია, თერაპია, პედიატრია, ქირურგია, კარდიოლოგია), ფუნქციურ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში ტარდება ტრედმილ სტრეს ტესტი და 12 განხრიანი 24 სთ-იანი ჰოლტერის მონიტორინგი, ეტაპობრივად იგეგმება სერვისების გაფართოვება.”
წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკაში პაციენტებს კვლევები სამედიცინო ტექნოლოგიების წარმოებაში მსოფლიო ბაზრის ლიდერი კომპანიის “General Electric”-ის უახლესი აპარატურით უტარდებათ. “General Electric” მრავალ დარგს მოიცავს, მსოფლიოს წამყვან კლინიკებშია წარმოდგენილი და სამედიცინო სფეოში ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებსა და პროდუქციას გვთავაზობს. “GE Health Care” – თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის წარმოებით, მსოფლიო ბაზრის ლიდერია. მისი პროდუქცია კომპიუტერულ ტომოგრაფს, რენტგენს, მაგნიტურ-რეზონანსურ მოწყობილობებს, იზოტოპურ გამა-კამერებს, აპარატურას მამოგრაფიული გამოკვლევებისთვის და ულტრაბგერით და რადიაციულ სამედიცინო ხელსაწყოებს მოიცავს.
პრივატ კლინიკაში ჩატარებული ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული ოპერაციები შეიძლება უმაღლეს ხარისხად შეფასდეს. ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, გარდა საქართველოში ყველაზე წარმატებულ ტრავმატოლოგ ორთოპედთა გუნდისა, არის გერმანულ კომპანია “Implant Cast”-თან თანამშრომლობაა. კომპანია “Implant Cast” დღესდღეობით ორთოპედიული ტექნოლოგიების მწარმოებელ ბრენდებს შორის ერთ-ერთი წამყვანია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აშშ-შიც. კომპანიის მიერ შექმნილი პროთეზებით, რომელთაც 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ, შესაძლებელია ნებისმიერი სახსრის ჩანაცვლება: მუხლი, მენჯ-ბარძაყი, მხარი, იდაყვი, კოჭი-წვივი. მასალა, რომლისგანაც შედგება პროთეზი საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს სხვადასხვა: კობალტქრომი, ტიტანი, კერამიკა, პოლიეთილენი, ანტიალერგიული ან ვერცხლის დაფარვით. კომპანია ასევე აწარმოებს მოდულარული ტიპის სარევიზო და ონკო პროთეზებს, რომელთაც დღემდე ანალოგი არ გამოუჩნდათ.
გიორგი გოგიშვილი – “წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის’’სამედიცინო ხელმძღვანელი: – “ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო, წამყვან კომპანიებთან გვეთანამშრომლა. კლინიკა ავღჭურვეთ მართლაც მსოფლიო ბრენდის ტექნოლოგიებით, რაც სწორი დიაგნოსტიკისთვისაა აუცილებელი და შემდგომ მკურნალობის პროცესსაც უფრო ეფექტურს ხდის.”
წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის ერთ-ერთ ძლიერ მხარედ ასევე უნდა ჩაითვალოს კომპანია Johnson & Johnson-ის აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც კომპლექსური ანალიზატორების წყალობით, ტარდება ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები. დაწესებულებაში აქტიურად ფუნქციონირებს სისხლის ბანკი, რაც საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირების საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია სისხლის ბანკის არსებობის ხანგრძლივი ისტორია. იგი დიდი ტრადიციის მქონეა, რადგან მრავალი წლის განმავლობაში “ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში” ფუნქციონირებდა. ყაზბეგის გამზირიდან ახალ მისამართზე ინსტიტუტმა კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად გადმოინაცვლა. გამოცდილი გუნდი და მსოფლიოში წამყვანი კომპანიის ანალიზატორები ხარისხის, სიზუსტისა და სისწრაფის გარანტიას იძლევა.
სისხლის ბანკში დონორთა შერჩევა თერაპევტის კონსულტაციისა და ლაბორატორიული კვლევის შემდეგ ხდება. დონორთა ჯგუფური სეროლოგიური გამოკვლევა მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური იმუნოჰემატოლოგიური აპარატურით კვლევები გადამდებ ინფექციებზე Johnson & Johnson-ის უახლესი აპარატურით ტარდება. სისხლის კომპონენტების დამზადება უმოკლეს ვადაში ხერხდება, რაც ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია ხარისხის შესანარჩუნებლად. საბოლოოდ დამზადებული პროდუქცია მაცივრებში ინახება. მომხმარებლამდე მიტანა ცივი ჯაჭვის მეთოდით ხდება. პროდუქციის დამზადების ყველა ეტაპზე ჩართულია ხარისხის კონტროლის სამსახური, რაც საბოლოოდ ადასტურებს, რომ სისხლი GMP – ხარისხს შეესაბამება. სწორედ ამიტომ პრივატ კლინიკის ბაზაზე არსებული სისხლის ბანკში დამზადებული პროდუქტი მოთხოვნადია, როგორც სამედიცინო დაწესებულებების ასევე, კერძო პირების მხრიდან.
კლინიკაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო ხარისხის კონტროლს, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას და მიმდინარე პროცესების აქტიურ მონიტორინგს.
გიორგი გოგიშვილი – “წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის” სამედიცინო ხელმძღვანელი: – “ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ინფექციის კონტროლია, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ვახდენთ კლინიკის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ზედამხედველობას. დეზინფექცია-სტერილიზაციის სამსახური აღჭურვილია შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიებით. ეს ეფექტურად ახდენს საავადმყოფოს შიდა ინფექციების პრევენციას. კლინიკაში სამედიცინო იარაღებისა და ინვენტარის დამუშავება ხდება თანამედროვე და მძლავრი ტექნოლოგიებოს გამოყენებით.”