მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, სხეულის კორექციისთვის ჩატარებულ პროცედურებს შორის ყველაზე ხშირი ლიპოსაქციაა. ოპერაცია იმდენად პოპულარული გახდა, რომ მეთოდს, მთელ მსოფლიოში, წელიწადში ნახევარ მილიონამდე ადამიანი მიმართავს.
პროცედურა სხეულის ყველა იმ უბანზე კეთდება, სადაც ცხიმი გროვდება: ბარძაყზე, მუცელზე, სახეზე, ნიკაპზე, ზედა კიდურებზე, ზურგზე და ა.შ. ლიპოსაქცია ცხიმოვანი გროვების ვაკუუმით მოშორების მეთოდია. რა დროსაც, სხეულის ფორმისა და გარეგნობის გაუმჯობესების მიზნით ხდება სხეულის ნაწილებს შორის ნორმალური პროპორციის შექმნა.
არსებობს ლიპოსაქციის რამდენიმე მეთოდი, ლაზერული, ულტრაბგერითი, ვიბრაციის. პროცედურის დროს, ძირითადად გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია. რა დროსაც, პაციენტი გონზეა, თუმცა დისკომფორტს არ განიცდის.
უმეტეს შემთხვევაში პაციენტი კლინიკას სულ რაღაც 2-3 საათში ტოვებს და პრაქტიკულად, მეორე დღიდანვე შრომისუნარიანია. თუმცა, პერიოდულად პროცედურებზე სიარული და (დახლოებით 2-4) კვირის განმავლობაში ელასტიკური ბანდაჟის ტარება უხდება.
თანამედროვე აპარატურები საშუალებას იძლევა, ოპერაცია სრულიად უსაფრთხოდ და უმტკინვეულოდ ჩატარდეს, უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგს, სრულიად გამორიცხავს კანის ”ჩამოკიდებას” ნაოპერაციებ ადგილას. კანი უფრო ელასტიური ხდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ერთხელ მოშორებული ცხიმოვანი ფენები, მომავალში პრაქტიკულად აღარ ვითარდება და სხეულის სასურველი ფორმა წლების მანძილზე უცვლელი რჩება.