მკერდის პლასტიკურ ოპერაციებში შედის მამოპლასტიკა (მკერდის გადიდება) მასტოფექსია ანუ, მკერდის აწევა,
მკერდის დაპატარავება (რედუქციული მამოპლასტიკა)
მკერდის რეკონსტრუქცია
აუგმენტაციური მამოპლასტიკა:
მკერდის გადიდება, გახლავთ ქირურგიული პროცედურა ქალის მკერდის ზომისა და ფორმის შესაცვლელად.
მამოპლასტიკა კეთდება იმ შემთხვევაში როცა პაციენტს სურს:
• მკრედის ზომაში გაზრდა;
• ფორმის შეცვლა;
• მკერდის მოცულობის აღდგენა (მშობიარობის ან წონაში სწრაფი დაკლების შემდეგ);
• მკერდის ასიმეტრიის კორექცია;
იმპლანტები:
ეფექტი მიიღწევა იმპლანტის საშუალებით, რომელის განთავსებაც ხდება სარძევე ჯირკვლის ქსოვილის, ან უფრო ღრმად (მკერდის კუნთის ქვეშ)
როგორ ხდება იმპლანტის შერჩევა?
არსებობს სხვადასხვა ფორმის, ზომის, ხარისხისა და ტიპის მკერდის იმპლანტები.
ფორმის მიხედვით არის მრგვალი, ცრემლისებრი და ანატომიური იმპლანტები, ხოლო პროფილის მიხედვით – დაბალი, საშუალო, მაღალი და ექსტრა მაღალი პროფილის.
იმპლანტების მრავალფეროვნება მკერდისთვის სასურველი ფორმის მიცემის საშუალებას იძლევა. ერთი და იმავე მოცულობის, მაგრამ სხვადასხვა სიმაღლის იმპლანტი სხვადასხვა შედეგს იძლევა. იმპლანტის შერჩევა ოპერაციამდე, ქირურგის მიერ პაციენტთან შეთანხმებით ხდება. აუცილებლად გათვალისწინებულია ადამიანის ანატომია. ოპერაციის დროს განაკვეთი შეიძლება გაკეთდეს სარძევე ჯირკვლის ქვედა ნაკეცთან, დვრილის ირგვლივ – მუქ და ღია ფერის კანის საზღვარზე, ან იღლიაში.
ოპერაცია კეთდება ზოგადი ანესთეზიით და გრძელდება დაახლოებით 1-1,5 საათი.
ოპერაციის შემდგომ, პაციენტი 1 თვის განმავლობაში ატარებს სპეციალურ კომპრესიულ თეთრეულს (ბანდაჟს).
პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება ოპერაციიდან რამოდენიმე დღის შემდეგ.
მასტოფექსია, იგივე მკერდის აწევა:
მასტოპექსია ტარდება მაშინ, როცა პაციენტი უჩივის ძუძუს დაწევას – პტოზს.
მასტოპექსიის დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი ზომის მკერდის აწევა.
ზოგ შემთხვევაში ლიფტინგი და აუგმენტაცია ერთობლივად ტარდება.
ვისთვის არის რეკომენდებული მასტოპექსია?
მასტოპექსია არ ახდენს ზეგავლენას მომავალ ორსულობაზე და ძუძუთი კვებაზე თუმცა, გასათვალისწინებელია, ის ფაქტი, რომ ორსულობის პერიოდში სავარაუდოდ, მკერდი კვლავ დაიწევს და ოპერაციის შედეგი დაიკარგება. შესაბამისად, მათთვის ვინც ორსულობას გეგმავს მასტოპექსია არ არის რეკომენდირებული.
რედუქციური მამოპლასტიკა
ძუძუს დაპატარავების ოპერაციაა. ტარდება მაშინ, როცა ქალს აქვს დიდი და დაშვებული მკერდი.
ოპერაციას ძირითადად იკეთებენ ესტეთიური თვალსაზრისით, თუმცა რედუქციური პლასტიკით უმჯობესდება არა მხოლოდ ვიზუალური მხარე, არამედ ჯანმრთელობის პრობლემებიც გვარდება, რადგან ზედმეტად დიდი ზომის მკერდის მქონე პაციენტები უჩივიან სიმძიმის შეგრძნებასა და ხერხემლის ტკივილს. ისინი ძუძუს, ძირიტადად 2-3 ზომამდე იპატარავებენ.
რედუქციული მამოპლასტიკის დროს არ არის რეკომენდირებული ძუძუთი კვება.
რეაბილიტაციის კუთხით შედარებით რთულია. ამიტომ პაციენტი კლინიკაში შედარებით მეტხანს ყოვნდება, ვიდრე აუგმენტაციური მამოპლასტიკისა და მასტოპექსიის შემდეგ – დაახლოებით, 3-4 დღე. გაწერის შემდეგ აუცილებელია რეჟიმის დაცვა და პლასტიკური ქირურგის მეთვალყურეობა. მდგომარეობის შესაფასებლად გეგმური ვიზიტი სასურველია ოპერაციიდან 1, 3, 6 თვისა და 1 წლის შემდეგ. საბოლოო შედეგი 6 თვეში ხდება თვალსაჩინო.
მკერდის რეკონსტრუქცია:
მკერდის რეკონსტრუქცია ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციაა, რეკონსტრუქციულ ქირურგიაში.
ეს არის ოპერაცია, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია ქალის სოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციისთვის. პლასტიკური ოპერაცია ტარდება მკერდის მოკვეთის შემდეგ.
უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მკერდის რეკონსტრუქცია ეფექტურად ხორციელდება სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით.
ოპერაციამდე პაციენტს უტარდება დამატებითი გამოკვლევები, რომლის საფუძველზეც იღებს ქირურგი გადაწყვეტილებას, ოპერაციის ჩატარების შესახებ.