ოტოპლასტიკა (ყურის პლასტიკა) არის ყურის ფორმის და ზომის მაკორეგირებელი ოპერაცია. ყველაზე ხშირად ოტოპლასტიკას მიმართავენ წარზიდული , ე.წ. გამოშვერილი ყურების გამო.საინტერესოა რომ ოტოპლასტიკა გამონაკლის შემთხვევებს მიეკუთვნება და ესთეტიკური ოპერაცია 5-6 წლის ასაკშიც შეიძლება გაკეთდეს. ამის მიზეზი, როგორც წესი თანაკლასელების მხრიდა სხვადასხვა მეტსახელების შერქმევაა. მეტსახელები ბავშვსაც აწუხებს და მშობლებსაც.
ცალკე კატეგორიაა ყურის ნიჟარის რეკონსტრუქცია /აღდგეა. ხშირად ადამიანი ტრავმის გამო კარგავს მთლიან ნიჟარას ყურის, ან მის ნაწილს. ასევე შესაძლოა თანდაყოლილი პათოლოგიის გამო, როგორიცაა მიკროოტია არ განვითარდეს ცალი ან ორივე ყურის ნიჟარა.
ყურის ნიჟარის სრული აღდგენა ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაციაა და როგორც წესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება.
ოტოპლასტიკის მიზანი
- წარზიდული ყურების გასწორება
- ყურის ზომის კორექცია
- თანდაყოლილი თუ შეძენილი (ტრავმების შემდგომი) დეფორმაციების გასწორება.
- ყურის ბიბილოს ფორმის და ზომის კორექცია
ოპერაციის მეთოდი
ოტოპლასტიკა შესაძლოა გაკეთდეს ადგილობრივი გაუტკივარებით (უმეტეს შემთხვევაში), და ზოგადი გაუტკივარებითაც (ნარკოზი).
წარზიდული ყურების შემთხვევაში განაკვეთი ტარდება ყურის უკანა ნაკეცში და ნაწიბური შეუმჩნეველია.
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა განაკვეთი სრულიად არ იყოს საჭირო და კორექცია შესრულდეს ნაკერის საშუალებით, რაც ნაწიბურს საერთოდ არ ტოვებს.
ვინ შეიძლება გაიკეთოს ყურის ოპერაცია
რადგან ეს ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს 5-6 წლის ასაკიდან, შეზღუდვას წარმოადგენს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება.
როგორ იგეგმება ოპერაცია
კონსულტაციაზე სასურველი ცვლილებების და ოპერაციის თარიღის შეთანხმების შემდეგ, ინიშნება წინასაოპერაციო კვლევები. კვლევების გაკეთება ერთ დღეშია შესაძლებელი.
ოტოპლასტიკა არის გეგმიური ოპერაცია, შესაბამისად პაციენტის კვლევების მონაცემების დიდი ყურადრება ეთმობა და ქირურგის გარდა რამდენიმე სპეციალისტი ნახულობს. კარდიოლოგი, ანესთეზიოლოგი, რადიოლოგი, საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტებიც. ასეთი მიდგომა აუცილებელია სხვადასხვა გართულების თავიდან ასაცილებლად.
ოპერაციისთვის მზადება
აუცილებელია წინასაოპერაციო კონსულტაციაზე პაციენტმა სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ექიმს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაცია მედიკამენტებზე, რომლებსაც იღებდა, ან იღებს პაციენტი. ზოგჯერ საჭიროა გარკვეული წამლების მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე ან მათი დოზების კორექცია.
მაგ: ისეთი პრეპარატების მიღება, როგორიცაა ასპირინი ან ასპირინის შემცველი სხვა წამლები, უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 10 დღით ადრე.
აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ექიმს ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში. (გაციება, ყელის ტკივილი, ვირუსული ინფექცია და ა.შ.)
უნდა შეიძინოთ ე.წ. აბადოკი(!)
ოპერაციის წინა დღეს:
შუადღისთვის დაგიკავშირდებიან კლინიკიდან და შეგატყობინებენ მოსვლის დროს.
მოერიდეთ გაზიან სასმელებს
არ მიიღოთ საკვები ღამის 12:00 საათის შემდეგ
ძილის წინ დაიბანეთ სახე (სასურველია ანტისეპტიკური საპნით)
შეეცადეთ კარგად გამოიძინოთ
ოპერაციის დღეს:
უნდა მოხვიდეთ უზმოთ (არ მიიღოთ საკვები და სასმელი!)
არ გაიკეთოთ მაკიაჟი და სამკაულები
სასურველია ზედა ტანსაცმელი იყოს ღილიანი ან ელვა შესაკრავით
ოტოპლასტიკა როგორც წესი ადგილობრივი გაუტკივარებით კეთდება, შესაბამისად არ არის საჭირო კლინიკაში დარჩენა და ჩარევის დასრულებიდან რამდენიმე საათში გაეწერებით სახლში.
ზოგადი გაუტკივარების (ნარკოზის) შემთხვევაში , ჩარევის დასრულების შემდეგ მოგათავსებენ ოპერაციის შემდგომ პლატაში, სადაც ექიმების და ექთნების მეთვალყურეობის ქვეშ გაიღვიძებთ. საანესთეზიო პრეპარატების მოქმედების სრულად გასვლის შემდეგ კი დაბრუნდებით თქვენს პალატაში. ოპერაციის დღესვე შეძლებთ სიარულს და მნახველების მიღებას 17:00 დან 20:00 საათამდე.
კლინიკაში ყოფნის პერიოდში მიიღებთ თქვენთვის დასაშვებ სამჯერად კვებას.
ოპერაციის მეორე დღეს გაეწერებით სახლში.
გაწერის შემდეგ
ოპერაციის დასრულების შემდეგ შეხვეული იქნებით საშუალო კომპრესიის (ზეწოლის) ნახვევით. ნახვევს შეგიცვლიან მეორე დღეს და მოირგებთ ე.წ. აბადოკს. აბადოკის ტარება საჭიროა 4 კვირის მანძილზე. პირველი 2 კვირა თითქმის მოუხსნელად, მეორე 2 კვირა მხოლოდ ძილის დროს.
მოგიწევთ რამდენიმე საკონტროლო ვიზიტი.
ოპერაციის შემდგომი მოვლის და ვიზიტების შესახებ მიიღებთ სრულ ინფორმაციას გაწერისას.
ჩვენი პლასტიკური ქირურგები თენგო ჩიკვაიძე და თამარა მირაშვილი