წინასაოპერაციო საინფორმაციო ფურცელი

 

თქვენი უსაფრთხოებისა და სწრაფი გამოჯანმრთელების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია:

  • ჩაიტაროთ ყველა საჭირო წინასაოპერაციო კვლევა ოპერაციამდე 3/5 დღით ადრე;
  • 24 საათით ადრე არ მიიღოთ ალკოჰოლი;
  • არ მიიღოთ საკვები ოპერაციის წინა დღეს, საღამოს 8 საათის შემდეგ;
  • ღამის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ წყალი, დილის 6 საათიდან, არ მიიღოთ არც წყალი;
  • მოდით უზმოდ დილით ოპერაციაზე, არ მიიღოთ საკვები, სითხე, საღეჭი რეზინი ან/და კანფეტი;
  • მედიკამენტის (მაგ. სისხლის გამათხელებელი, კონტრაცეპტივი) მიღება/მოხსნა გადაწყდება მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით;
  • ოპერაციის წინ რეკომენდებულია მიიღოთ შხაპი (არა აბაზანა);
  • კლინიკაში მობრძანდით მაკიაჟის გარეშე;

აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს თუ ოპერაციის წინა დღეს თავს შეუძლოდ იგრძნობთ (ტემპერატურის მატება, ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ყელის ტკივილი), გაქვთ მენსტრუალური ციკლის პერიოდი, ქალბატონებმა რეპროდუქციულ ასაკში გამორიცხეთ ორსულობა, სასურველია გაიკეთოთ ტესტი 24 საათით ადრე.

კლინიკაში მოთავსებისას თან უნდა იქონიოთ:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • კომფორტული ტანსაცმელი (სასურველია ელვა შესაკრავით);
  • ოთახის კომფორტული ფეხსაცმელი სურვილისამებრ;
  • პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებები (ჯაგრისი, კბილის პასტა, პირადი ჰიგიენის ნივთები);
  • კლინიკაში მოსვლისას არ უნდა იქონიოთ სამკაულები, ძვირფასი ნივთები, სასურველია მოხვიდეთ კონტაქტური ლინზების გარეშე, ან იქონიეთ შესანახი კონტეინერი.

პალატაში თქვენ დაგხვდებათ:

  • კომფორტული ფუნქციური საწოლი თეთრეულით;
  • პირსახოცი, ხალათი, ერთჯერადი „ჩუსტები“;
  • მაცივარი, ტელევიზორი, ინტერნეტი – WiFi
  • სამჯერადი კვება დიეტოლოგის მიერ შერჩეული საკვებით;
  • კლინიკაში მნახველები არ დაიშვებიან;
  • გამონაკლისია მხოლოდ არასრულწლოვანი პაციენტებისთვის.

გაწერის დღეს მიიღებთ ექიმის დანიშნულებას, ოპერაციის შემდგომ რეკომენდაციებს და თქვენი მოთხოვნის მიხედვით საავადმყოფო ფურცელს (ე.წ. „ბიულეტინს“)

ACHSI

პრივატ კლინიკაში თქვენი მკურნალობის ხარისხი და უსაფრთხოება დადასტურებულია საერთაშორისო აკრედიტაციით!