ავსტრიული გამოცდილება საქართველოში, წმ. იოანე მოწყალის სახ. პრივატ კლინიკა გთავაზობთ ქრონიკული ჭრილობის ინოვაციური მეთოდით მკურნალობას, ვენის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორის, ვენის სამედიცინო ინსტიტუტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ვიცე-ხელმძღვანელის (Vienna General Hospital, Allgemeines Krankenhaus Wien) იოსებ ნანობაშვილის ხელმძღვანელობით.
VAC თერაპია გამოიყენება ქრონიკული ჭრილობების სამკურნალოდ, რომელთა შეხორცება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული:
- ტრავმატოლოგიურ ქირურგიაში,
- რეკონსტრუქციულ ქირურგიაში;
- სისხლძარღვთა ქირურგიაში;
- დიაბეტური ტერფის მკურნალობისას;
- პოსტოპერაციულ შეუხორცებელი ჭრილობების დროს;
- დამწვრობით მიღებული დაზიანების დროს;
- ტროფიკული წყლულების (ნაწოლების) სამკურნალოდ;
- რადიაციის შედეგად მიღებული კანის დაზიანების დროს.
VAC თერაპიის მოქმედების მექანიზმი:
- ხელს უწყობს გრანულაციური ქსოვილის წარმოქმნას;
- აუმჯობესებს პერფუზიას (ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას);
- ხელს უწყობს დაინფიცირებული ქსოვილის, სითხის, ექსუდატის გამოყოფას;
- უარყოფითი წნევის შექმნის საშუალებით, ხელს უწყობს ჭრილობის ჯანსაღი კიდეეების წარმოქმნას, რის შედეგადაც უმეტეს შემთხვევაში ჭრილობა იხურება სრულად.