ცხვირი სახის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს, მის ფორმას და ზომას არსებითი მნიშვნელობა აქვს სახის შესახედაობის და იერის ჩამოყალიბებაში.
ცხვირის ფორმის და ზომის გასაუმჯობესებელი ოპერაცია არის რინოპლასტიკა – ცხვირის პლასტიკა.
რინოპლასტიკა მსოფლიოში და განსაკუთრებით კავკასიაში ყველაზე გავრცელებული ესთეტიკური ქირურგიული ჩარევაა.
რინოპლასტიკის მიზანი:
- ცხვირის ფორმის გაუმჯობესება;
- თანდაყოლილი თუ შეძენილი (ტრავმების შემდგომი) დეფორმაციების გასწორება;
- ცხვირის ფორმის და ცხვირით სუნთქვის ერთდროული გაუმჯობესება (სეპტო–რინოპლასტიკა);
- სახის პრორპორციების და ჰარმონიულობის გაუმჯობესება;
ოპერაციის მეთოდი
არსებობს რინოპლასტიკის ორი ძირითადი მეთოდი, ღია რინოპლასტიკა და დახურული რინოპლასტიკა.
ღია მეთოდით მუშაობისას ქირურგი სრულად ხედავს რას აკეთებს და ეძლევა მრავალფეროვანი ტექნიკური საშუალებების და ხერხების გამოყენების საშუალება. გამოიყენება დამზოგველი ტექნიკა. სპეციალური ნაკერის ტექნიკის საშუალებით (არმირება), ხდება ხრტილების და ძვლის ფორმის გამაგრება. ნაკერები გარკვეული დროის შემდეგ გაიწოვება და ოპერაციის შემდგომ, უახლოეს რამდენიმე თვეში უზრუნველყოფს ფორმის და კონსტრუქციის სიმყარეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კარგი და სტაბილური შედეგის მისაღებად.
ჩვენ კლინიკაში 2016 წლიდან ვიყენებთ თანამედროვე ტექნიკას – ულტრაბგერითი რინოპლასტიკა ქირურგიული ტექნიკაა, რამაც ჩაანაცვლა სატეხი და ჩაქუჩი. შედეგად ოპერაცია გახდა ნაკლებ ტრავმული და ცხვირის ძვლოვანი ნაწილის პლასტიკა საფუძვლიანად დაიხვეწა.
ჩარევა არის ზუსტი და რაც პაციენტისთვის მთავარია სილურჯეები და დასიება სხვა მეთოდებთან შედარებით 80 –85% ით ნაკლებია, შესაბამისად გაადვილებულია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი.
ვინ შეიძლება გაიკეთოს ცხვირის ოპერაცია
ოპერაციის გაკეთებისთვის შეზრუდვას წარმოადგენს ორგანიზმის ზრდის დასრულება და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. ამ ყველაფრის განხილვა და შესაბამისი კვლევების დანიშვნა კონსულტაციაზე წყდება.
ძალიან მნიშვნელოვანია რომ პაციენტებს სწორი წარმოდგენა შეექმნათ შესაძლებელ ცვლილებებზე. შესაბამისად კეთდება „ცხვირის მოდელირება“ სავარაუდო შედეგის სანახავად.
უნდა გვახსოვდეს, რომ წინასაოპერაციო მოდელირება კეთდება ციფრულ რედაქტორში, ოპერაცია კი კეთდება ცოცხალ ადამიანზე, შესაბამისად მოდელირება უნდა გაკეთდეს იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს ოპერაციამდე და მხოლოდ რეალურად შესაძლებელი ცვლილებების სანახავად. სწორად უნდა შეფასდეს სურვილი და შესაძლებლობა.
ოპერაციის სწორი დაგეგმვისთვის წინასწარ უნდა შეფასდეს:
- პაციენტის ჯანმრთელობა;
- სახის და ცხვირის პროპორციები;
- ასიმეტრია;
- ცხვირით სუნთქვის გაძნელების მიზეზები (არსებობის შემთხვევაში);
ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ინფორმირებულობა ოპერაციასთან დაკავშიერბით, რათა მას არ დარჩეს უპასუხო კითხვები ჩარევასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს ყველაფერი კონსულტაციაზე ხდება.
როგორ იგეგმება ოპერაცია
კონსულტაციაზე სასურველი ცვლილებების და ოპერაციის თარიღის შეთანხმების შემდეგ, ინიშნება წინასაოპერაციო კვლევები. კვლევების გაკეთება ერთ დღეშია შესაძლებელი.
რინოპლასტიკა და სეპტორინოპლასტიკა არის გეგმიური ოპერაცია, შესაბამისად პაციენტის კვლევების მონაცემების დიდი ყურადრება ეთმობა და ქირურგის გარდა რამდენიმე სპეციალისტი ნახულობს. კარდიოლოგი, ანესთეზიოლოგი, რადიოლოგი, საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტებიც. ასეთი მიდგომა აუცილებელია სხვადასხვა გართულების თავიდან ასაცილებლად.
ოპერაციისთვის მზადება
აუცილებელია წინასაოპერაციო კონსულტაციაზე პაციენტმა სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ექიმს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაცია მედიკამენტებზე, რომლებსაც იღებდა, ან იღებს პაციენტი. ზოგჯერ საჭიროა გარკვეული წამლების მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე ან მათი დოზების კორექცია. მაგ: ისეთი პრეპარატების მიღება, როგორიცაა ასპირინი ან ასპირინის შემცველი სხვა წამლები, უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 10 დღით ადრე.
აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ექიმს ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში. (გაციება, ყელის ტკივილი, ვირუსული ინფექცია და ა.შ.)
ოპერაციის წინა დღეს:
- შუადღისთვის დაგიკავშირდებიან კლინიკიდან და შეგატყობინებენ მოსვლის დროს;
- მოერიდეთ გაზიან სასმელებს;
- არ მიიღოთ საკვები ღამის 12:00 საათის შემდეგ;
- ძილის წინ დაიბანეთ სახე (სასურველია ანტისეპტიკური საპნით);
შეეცადეთ კარგად გამოიძინოთ;
ოპერაციის დღეს:
- უნდა მოხვიდეთ უზმოთ (არ მიიღოთ საკვები და სასმელი!);
- არ გაიკეთოთ მაკიაჟი და სამკაულები;
- სასურველია ზედა ტანსაცმელი იყოს ღილიანი ან ელვა შესაკრავით;
ჩარევის დასრულების შემდეგ მოგათავსებენ ოპერაციის შემდგომ პლატაში, სადაც ექიმების და ექთნების მეთვალყურეობის ქვეშ გაიღვიძებთ. საანესთეზიო პრეპარატების მოქმედების სრულად გასვლის შემდეგ კი დაბრუნდებით თქვენს პალატაში. ოპერაციის დღესვე შეძლებთ სიარულს და მნახველების მიღებას 18:00 დან 20:00 საათამდე.
კლინიკაში ყოფნის პერიოდში მიიღებთ თქვენთვის დასაშვებ სამჯერად კვებას.
ოპერაციის მეორე დღეს გაეწერებით სახლში.
კლინიკიდან გაწერის შემდეგ:
- ოპერაციიდან მესამე მეოთხე დღეს ხდება ტამპონების ამოღება;
- მოკლე, საცხიანი ტამპონების ამოღება უმტკივნეულოა;
- მეშვიდე დღეს ხდება ნაკერის მოხსნა;
- თაბაშირის ნახვევი იხსნება მეათე ან მეთორმეტე დღეს;
- შედეგის საბოლოო შეფასება ხდება 6 დან 12 თვემდე. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა რამდენიმე თვით მეტიც იყოს საჭირო. ამ დროის მანძილზე პაციენტი დადის საკონტროლო ვიზიტებზე; ოპერაციიდან 1 თვეში, 3თვეში, 6 თვეში და 12 თვეში.
- ოპერაციის შემდგომი მოვლის და ვიზიტების შესახებ მიიღებთ სრულ ინფორმაციას გაწერისას;
განმეორებითი რინოპლასტიკა
ზოგჯერ ისე ხდება, რომ პირველადი რინოპლასტიკის შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო პაციენტი ვერ იღებს იმ შედეგს რაც სურდა, ან ცხვირი განიცდის ოპერაციის შემდგომ დეფორმაციას. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს განმეორებითი ჩარევა.
განმეორებითი ჩარევის დროს ზოგჯერ საჭიროა საკუთარი ქსოვილის, ძირითდად ხრტილის, გადანერგვა სასურველი შედეგის მისაღებად.
უმეტესად ხრტილოვანი ქსოვილის აღება ხდება ან ყურიდან ან ნეკნიდან, დეფიციტის და საჭიროების მიხედვით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ულტრაბგერითი რინოპლასტიკა განმეორებითი ჩარევების დროს. ერთხელ უკვე დამუშშავებულ ცხვირის ძვლებზე, უფრო ზუსტი და ფაქიზი ჩარევისთვის.
სხვა მხრივ ოპერაციისთვის მოსამზადებელი და ოპერაციის შემდგომი პერიოდი ძირითადად მზგავსია.