სინერგია – ჩვენი ჯგუფის მრავალწლიანი მუშაობის მთავარი პრინციპი!
გელა გოგიშვილი – ჯგუფის დამფუძნებელი:

გუნდის შეკრება და ჩართულობა სამედიცინო სივრცეში  მოხდა 2007 წელს, მანამდე თითეულ ჩვენგანს საკუთარი გზა გვქონდა. ვემსახურებოდით მართვის სფეროს მედიცინაში, იურიდიული, ხარისხის მართვის, ჯანდაცვის მენეჯმენტის, ფინანსური თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით.  ვამაყობთ რომ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ცვლილებებში დიდი წვლილი მიგვიძღვის.  როდესაც რეფორმა დაიწყო, ჩავიბარეთ სხვადასხვა ზომისა და პროფილის სამედიცინო ცენტრები საქართველოს მასშტაბით, მოხდა კლინიკების სტრუქტურის და მართვის სისტემის სრული გათანამედროვება – ავაშენეთ ახალი და განვაახლეთ არსებული კლინიკები. ღჭურვეთ და გადავამზადეთ თანამშრომლები. აქტიურად ვიყავით ჩართულები საერთაშორისო პრაქტიკის, მათ შორის ელექტრონული სისტემის დანერგვაში.

ასეთი იყო ჩვენი გზა 2014 წლამდე, სანამ პრივატ კლინიკას დავაფუძნებდით – ახალ დაწესებულება, ახალი კონცეფციითა და მიზნებით. აქვე ფუნქციონერება განაახლა აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის, საუკუნოვანი ისტორიის მქონე სისხლის ბანკმა. მოგვიანებით, 2017 წელს განვახორციელეთ მცხეთის სამედიცინო ცენტრის პროექტი.

„პრივატ კლინიკა“, მცხეთის რეფერალური სამედიცინო ცენტრი და სისხლის ბანკი, რეალურად, ამ გადანაწილებით ჩვენ ათვისებული გვაქვს სამი უმთავრესი მიმართულება: თბილისი გეგმიური კლინიკით, მცხეთა – გადაუდებელი მომსახურებით და სისხლის ბანკი – როგორც უნიკალური საჭიროების მატარებელი დაწესებულება.

ჩვენი მთავარი მიზანი იყო გვეპოვა საკუთარი თავი ისე, რომ კონკურენცია გაგვეწი ბაზარზე მყოფ გაცილებით დიდ და ფინანსურად ძლიერი მოთამაშეებთვის, რასაც საკმაოდ წარმატები გავართვით თავი.

სალომე გოგიშვილი – ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი

რაც შეეხება წმ.იოანე მოწყალის სახელს, ეს ევროპი გავლენაა, სადაც ჰოსპიტლების უმრავლესობა წმინდანის სახელს ატარებს, რაც ხშირად მიანიშნებს სამედიცინო ცენტრის მაღალ კლასზე, ხარისხსა და სანდოობაზე. ჩვენ ვიცნობდით იოანე მოწყალის ცხოვრებას, რომელიც ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში, ალექსანდრიაში სამედიცინო დაწესბულებებს პატრონობდა და კლინიკის სახელი მას დავუკავშირეთ.

პრივატ კლინიკას აქვს ხელმოწერილი მემორანდუმი ვენის „პრივატ კლინიკასთან“სახელწოდებაც სწორედ აქედან წარმოიქმნა. მემორანდუმის ფარგლებში, ავსტრიიდან ჩამოდიან პროფესორები, წამყვანი ექიმები, ისინი არამხოლოდ ოპერაციებს ატარებენ, არამედ მართავენ ლექციებსა და მასტერკლასებსვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ექიმები და თანამშრომლები პერიოდულად გადიან პრაქტიკას ევროპის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.

ჩვენ საკმაოდ მოქნილი და აქტიურები ვართ საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე მედია სივრცეში. ვთვლით, რომ ეს ჩვენი კომანიის წარმატების ქვაკუთხედია.

გიორგი გოგიშვილი – „პრივატ კლინიკის“ კლინიკური დირექტორი:

ჩვენი სამედიცინო კონცეფცია განისაზღვრება პაციენტის კმაყოფილების ხარისხი.

არსებული კონკურენციის პირობებში, საწყის ეტაპზე ძალიან რთული იყო თავის დამკვიდრება. მოგვიწია დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და რთული გამოწვევების მიღება – ასე ჩამოყალიბდა ზუსტი მიზანი და მივაღწიეთ წარმატებას.

To be in the patient shoes – რა ნიშნავს პაციენტის ფეხსაცმლით სიარულ – ეს გამონათქვანი გვასწავლის, იმას რომ ვიცხოვროთ პაციენტის შეგრძნებებით.

  • როდესაც ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ის ეძებს საუკეთესო გამოსავალს. პაციენტს უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ჩვენთან იპოვა ის, რასაც ეძებდა – კვალიფიციური მომსახურეობა და პერსონალური მიდგომა. პაციენტი არ უნდა იყოს სტატისტიკის ნაწილი, ერთი რიგითი ადამიანი. მან უნდა იგრძნოს, რომ მასზე განსაკუთრებულად იზრუნეს...
  • დაავადებაზე ყოველთვის შეიძლება ვერ გაიმარჯვოს მედიცინამ, მაგრამ საქმე, რომელსაც ექიმი ემსახურებაუნდა იყოს პასუხისმგებლობით და მაღალ დონეზე შესრულებული. ამის მისაღწევად, შევკარით გუნდი, როგორც ჯაჭვი – დაცვის სამსახურიდან დაწყებული, უფროსი ექიმით და ადმინისტრაციით დამთავრებული.
ნიკა ჭელიძე – მცხეთის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელი: 

მცხეთის კლინიკას თავისი კონცეფცია აქვს – აქ უნდა უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო სერვისების ისეთი ხარისხი, რომ მომსახურეობის მისაღებად არ ხდებოდეს პაციენტის გადინება მისი საცხოვრებელი ადგილიდან.

ოთხი წელია, მცხეთის სამედიცინო ცენტრი ფუნქციონირებს, კლინიკამ უკვე დაამსხვრია სტერეოტიპი, რომ თითქოს რეგიონში არ შეიძლება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება. ჰოსპიტალი 180 საწოლზეა აღჭურვილი და ძირითადად ფარავს მცხეთა-მთანეთის მხარეს, როგორც რეფერალური ცენტრი. მე თამამად შემიძლია განვაცხადო – ჩვენ კლინიკაში შეკრებილი გუნდი, სპეციალისტები, ექიმები, ექთნები, ყველანი ერთად, წარმატებით უმკლავდებიან დაკისრებულ მოვალეობას.

2020 წლის პირველი აპრილი იყო დღე, როდესაც საქართველოში დაფიქსირდა მესამასე კოვიდ-პაციენტი. ამ დღიდან, მცხეთის ცენტრი სრულად ჩაერთო კოვიდ პანდემიის-მართვაში და დღემდე უკვე 15 000-ზე მეტი პაციენტ მოვემსახურეთ.

მთავარი, რაც ჩვენი მუშაობის პრინციპს  გამოარჩევს, ეს არის ინდივიდუალური მიდგომა, სწორი სამედიცინო პრაქტიკის გამოყენება და პაციენტზე ზრუნვა.

ანა ჯანაშვილი – ჯგუფის ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელი:

პაციენტის კმაყოფილება მხოლოდ სამედიცინო მომსახურება არ არის, ეს არის ადმინისტრაციული კუთხით გამარტივებული პროცედურები და სისწრაფე. კორპორაციული სისტემა იმდენად მოქნილია, რომ ჩვენს ჯგუფში შემავალი ინიკები საოცნებო სამსახურია ყველა რგოლისთვის; მედდებისთვის, სანიტრებისთვის თუ ექიმებისთვის. ეს ყველაფერი კი მიიღწევა თავისუფლებით, რადგან არ ვართ ბიუროკრატიულად ერთმანეთზე დამოკიდებულნი. ჩვენთან საკითხები მარტივად, ჰორიზონტალური პრინციპით განიხილება.

ესაა თავისუფალი ადამიანების გაერთიანება. მთელ გუნდს, გვაქვს საკუთარი გამოცდილება. ყველას შეგვეძლო, ინდივიდუალურად გაგვეგრძელებინა პირადი კარიერული გზა, მაგრამ შევქმენით პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მოტივირებულია შედეგზე.

 მაღრაძე – პრივატ კლინიკის ხარისხის დირექტორი:

ხარისხის მართვის ერთერთი პრინციპი არის – უკუკავშირი პაციენტთან. ჩვენი ურთიერთობა არ სრულდება  გაწერის დღეს. ის გრძელდება გამოჯანმრთელებამდე. ყურადღებას ვაქცევთ და ვითვალისწინებთ ყველა პაციენტის შეფასებას, რადგან ხარისხი ნიშნავს პაციენტის კმაყოფილებას.

პრივატ კლინიკა თანამშრომლობს ევროპის წამყვანი კლინიკების ტოპ ქირურგებთან. მათი დადებითი შეფასება საკმაოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნიაჩვენთან ჩამოსული უცხოელი სპეციალისტები აღნიშნავენ რომ – აქ არის ევროპული სტანდარტი და პარტნიორობისთვის საჭირო გარემოდავნერგეთ ევროპული მედიცინის გამოცდილება, რაშიც ევროპის წამყვან დაწესებულებებთან და სპეცილისტებთან ურთიერთობის უწყვეტი პროცესი გვიწყობს ხელს.

პრივატ კლინიკა – ხარისხის გარანტია!