წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკა ემსახურება საერთაშორისო პაციენტებს, რომლებიც ეძებენ კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენი ქვეყნის სამედიცინო დარგის წამყვანი სპეციალისტები უწევენ მაღალი დონის სამედიცინო დახმარებას საზღვარგარეთიდან სამედიცინო ტურიზმისთვის ჩამოსულ პაციენტებს.

ჩვენი კლინიკის თანამშრომლები, სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალი, ხელს უწყობენ უცხო კულტურის მქონე პაციენტებს, რომ თავი იგრძნონ კომფორტულად, მარტივად დაძლიონ კულტურულ-რელიგიური სხვაობა და ენობრივი ბარიერი.

ვეხმარებით პაციენტებს სურვილისა და საჭიროების მიხედვით მიმართონ შესაფერის ექიმს, დაიგეგმოს სწორი კვლევები, ოპერაცია ან მკურნალობა.

ქართული სტუმართმოყვარეობა, ექიმებისა და ექთნების თბილი მიდგომა, კომფორტული გარემო შექმნილია იმისთვის, რომ პაციენტმა თავი უფრო მეტად იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში.

ერთ და ორადგილიანი ოთახები კეთილმოწყობილია ტელევიზორით, WiFi-ით, მაცივრით, კონდიციონერით, სველი წერტილით, რაც უადვილებს პაციენტს მარტივად გაიაროს რეაბილიტაციის პერიოდი.

ჩვენი მომსახურების სფეროები:
  • ლაბორატორიული დიაგნოსტიკა: კლინიკური ჰემატოლოგია, ბიოქიმია და იმუნოლოგია.
  • ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა: ზოგადი ექოსკოპია კარდიოექოსკოპია, დაბალგამოსხივებადი დიგიტალური რენტგენი, დაბალგამოსხივებადი
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • კონსულტაციები სპეციალისტებთან: ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ანგიოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი, ონკოქირურგი.
  • ქირურგიული მკურნალობა:

ზოგადი ქირურგია, ონკოქირურგია, პლასტიკური ქირურგია, ორთოპედია – ტრავმატოლოგია, მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგია, გინეკოლოგიური ქირურგია, უროლოგიური ქირურგია.

  • ანგარიშსწორებისთვის მიიღება ყველა ძირითადი საკრედიტო ბარათი.
  • პაციენტისთვის ყველა დოკუმენტის თარგმნა შესაძლებელია საერთაშორისო ენებზე (ინგლისური, რუსული).
  • დახვედრა/გაცილება: შესაძლებელია დახვედრისა და გაცილების დაჯავშნა როგორც აეროპორტიდან/აეროპორტში, ასევე სასტუმროდან/სასტუმროში.