სამედიცინო ცენტრი “წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის” პაციენტებს სთავაზობს რადიოლოგიური დიაგნოსტიკური მომსახურებების ფართო სპექტრს. კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი დონის აპარატურითა და კომპლექტებულია კვალიფიციური პერსონალით.

კვლევები:

ულტრაბგერითი კვლევები:
მუცლის ღრუს ორგანოების, ჰეპატოპანკრეატობილიარული სისტემის ულტრაბგერითი კვლევა პათოლოგიური წარმონაქმნების ვასკულარიზაციის შეფასებით;
თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა;
გინეკოლოგიური და სამეანო ულტრაბგერითი კვლევა როგორც ტრნსაბდომინალურად ასევე ტრანსვაგინალური გზით;
სარძევე, ფარისებრი ჯირკვლებისა და პერიფერიული ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა, პათოლოგიური წარმონაქმნებისვასკულარიზაციისტიპისშეფასებით;
სადიაგნოსტიკო პუნქციური ბიოფსია ულტრაბგერის კონტროლით სხვადასხვა პათოლოგიების დროს, მადრენირებელი – სამკურნალო მანიპულაციების წარმოება.

კომპიუტერული ტომოგრაფია:

General Electric – ის 16 შრიანი დაბალი გამოსხივების კომპიუტერული ტომოგრაფი BRIVO CT 385

თავის ტვინის, კისრის, გულმკერდის, მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს, ძვალსასხროვანი სისტემის კომპიუტერული ტომოგრაფია;
მაგისტრალური სისხლძარღვების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია, რომელიც წარმოადგენს დიგიტალური ანგიოგრაფიის არაინვაზიურ ალტერნატივას;
ინვაზიური პროცედურების (ბიოფსია, დრენირება) ჩატარება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კონტროლის ქვეშ.

რენტგენოლოგიური კვლევები:

SHIMADZU -G 2102 დაბალი გამოსხივების დიგიტალური რენტგენი
გულ–მკერდის;
ნეკნების;
თავის ქალა/ცხვირის დანამატი ღრუები;
ხერხემლის სვეტი (კისერი, გულ–მკერდი, წელი);
სახსრები;
ძვლები;
მუცლის ღრუს მიმოხილვითი;
მცირე მენჯის ღრუს;
უროგრაფია.