ბლეფაროპლასტიკა, ეს არის პლასტიკური ოპერაცია, რომელიც აახალგაზრდავებს თვალებს.

ბლეფაროპლასტიკა პლასტიკური ოპერაციების ხუთეულში შედის. ოპერაცია გულისხმობს, ქუთუთოებიდან ჭარბი კანის და ცხიმის, ასევე „თიაქრების“ მოცილებას.

პლასტიკა შეიძლება ჩატარდეს, როგორც ზედა, ასევე ქვედა ქუთუთოებზე. ოპერაციის მეშვეობით შესაძლებელია თვალის ფორმის შეცვლა, მოშვებული კანის და ე.წ. „ბალიშების“ მოშორება ქუთუთოებიდან.

წინასაოპერაციო პერიოდი:

ოპერაციამდე პაციენტს უტარდება გამოკვლევები. ქირურგთან კონსულტაციისას პაციენტთან შეთანხმებით იგეგმება ოპერაციის დეტალები.

ზედა ქუთუთოების ოპერაციისას, ჭრილობის ხაზი ბუნებრივ ნაოჭში, ხოლო ქვედა ქუთუთოზე ოპერაციისას ჭრილობის ხაზი წამწამების ხაზის ქვეშ იმალება. განაკვეთი იკერება კოსმეტიკური ნაკერით. ორივე შემთხვევაში ნაწიბური პრაქტიკულად შეუმჩნეველია.

თუ პაციენტს ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება მხოლოდ „ბალიშები,“ ამ შემთხვევაში კეთდება დახურული ბლეფაროპლასტკა. განაკვეთი ტარდება ქვედა ქუთუთოს ლორწოვანი გარსიდან. ამ დროს ნაწიბური უხილავია.

გაუტკივარების მეთოდი:

კორექციის სირთულის შეფასების შემდეგ, პაციენტთან შეთანხმებით გადაწყდება ოპერაცია გაკეთდეს ადგილობრივი თუ ზოგადი ანესთეზიით. ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-2 საათია.

პაციენტი ადგილობრივი ანესთეზიის შემთხვევაში კლინიკას ტოვებს იმავე დღეს. ზოგადი ანესთეზიის შემთხვევაში მეორე დღეს.

დაახლოებით ორ კვირაში საბოლოო შედეგი თვალსაჩინო ხდება. ქუთუთოების დეფექტი, რომელიც პაციენტს დაღლილ იერს ძენდა და ასაკს მატებდა წარსულს ბარდება.

ოპერაციისთვის მზადება

წინასაოპერაციო კონსულტაციაზე პაციენტმა სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ექიმს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაცია მედიკამენტებზე, რომლებსაც იღებდა, ან იღებს პაციენტი. ზოგჯერ საჭიროა გარკვეული წამლების მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე ან მათი დოზების კორექცია. მაგ: ისეთი პრეპარატების მიღება, როგორიცაა ასპირინი ან ასპირინის შემცველი სხვა წამლები, უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 10 დღით ადრე.

აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ექიმს ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში.

ოპერაციის წინა დღეს:

  • შუადღისთვის დაგიკავშირდებიან კლინიკიდან და შეგატყობინებენ მოსვლის დროს;
  • მოერიდეთ გაზიან სასმელებს;
  • არ მიიღოთ საკვები 12:00 საათის შემდეგ;
  • შეეცადეთ კარგად გამოიძინოთ;

ოპერაციის დღეს:

  • უნდა მოხვიდეთ უზმოთ (არ მიიღოთ საკვები და სასმელი!);
  • არ გაიკეთოთ მაკიაჟი და სამკაულები;
  • სასურველია ზედა ტანსაცმელი იყოს ღილიანი ან ელვა შესაკრავით;

ბლეფაროპლასტიკა შესაძლოა გაკეთდეს ადგილობრივი გაუტკივარებით ან ზოგადი ნარკოზით. ზოგადი გაუტკივარების (ნარკოზის) შემთხვევაში, ჩარევის დასრულების შემდეგ მოგათავსებენ ოპერაციის შემდგომ პლატაში, სადაც ექიმების და ექთნების მეთვალყურეობის ქვეშ გაიღვიძებთ. საანესთეზიო პრეპარატების მოქმედების სრულად გასვლის შემდეგ კი დაბრუნდებით თქვენს პალატაში. ოპერაციის დღესვე შეძლებთ სიარულს და მნახველების მიღებას 18:00 დან 20:00 საათამდე.

კლინიკაში ყოფნის პერიოდში მიიღებთ თქვენთვის დასაშვებ სამჯერად კვებას.
თუ ოპერაციას ადგილობრივი გაუტკივარებით გაიკეთებთ ოპერაციის დღესვე რამოდენიმე საათში გაეწერებით სახლში.

გაწერის შემდეგ

ოპერაციის დასრულების შემდეგ შეხვეული იქნებით საშუალო კომპრესიის ნახვევით. ნახვევს შეგიცვლიან მეორე დღეს.
მოგიწევთ რამდენიმე საკონტროლო ვიზიტი.

ოპერაციის შემდგომი მოვლის და ვიზიტების შესახებ მიიღებთ სრულ ინფორმაციას გაწერისას.
პრივატ კლინიკის პლასტიკური ქირურგები თენგო ჩიკვაიძე და თამარა მირაშვილი.