დღესდღეობით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია ზოგადად მსოფლიოში და საქართველოში სიკვდილანობის ყველაზე ხშირი მიზეზი გახლავთ. თანამედროვე მიღწევებმა მედიცინასა და კარდიოლოგიაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ საგრძნობლად გაზარდა მკურნალობის ხარისხი, თუმცა ნათელია, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების დროულ დიაგნოსტიკასა და სისტემატიურ პროფილაქტიკას.

“წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის” კარდიოლოგიური სამსახური, რომელიც მაღალი ხარისხის თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალითაა დაკომპლექტებული – შემდეგ სერვისებს გთავაზობთ:

ამბულატორიული სერვისები:
კარდიოლოგის კონსულტაცია;
ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ);
ექოკარდიოგრაფია;
დატვირთვის სტრეს-ტესტი ტრედმილით;
12 განხრიანი ჰოლტერის 24 სთ-იანი ეკგ მონიტორირება;
კორონაროგრაფია (სტენტირება);
ლაბორატორიული კვლევები.

სტაციონარული სერვისები:
ქრონიკული კარდიოლოგიური პაციენტების მკურნალობა და მართვა.

კათეტერიზაციის ლაბორატორია:
კორონაროგრაფია;
პერიფერიული ანგიოგრაფია;
კორონარული ინტერვენცია;
პერიფერიული ინტერვენცია;
კავა ფილტრის იმპლანტაცია.